სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი- თბილისი SPA, ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი

 

 

 

თბილის- ქალაქის იტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, საუკუნეების განმავლობაში ხალხი იყენებდა მას აბანოების სახით.. 30-იან წლებში ფიზიოთერაპევტის და კურორტოლოგის მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით შეიქმნა უნიკალური პროექტი, რომლის მიხედვითაც საკურორტო ტერიტორია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციამდე 3-4კმ.უნდა ყოფილიყო გაშლილი, 1938წ. ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. აქ მოღვაწე ექიმები წარმოადგენდა სამედიცინო პროფესურის ელიტას. ეს იყო პირველი პრეცედენტი, რომელიც მოიცავდა საბაზრი ეკონომიკის ელემენტებს: გარდა სახელმწიფო ბიუჯეტური დაფინანსებისა-მკურნალობა ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა. სწორედ ეს მოდელი დაედო საფუძვლად თანამედროვე ჯანდაცვის რეფორმას.


90-იან წლებში დანგრეული შენობის რეაბილიტაცია დაიწყო 1999 წლიდან ახალი გენერალური დირექტორის აკადემიკოს ნიკოლოზ სააკაშვილის აქტიური თაოსნობით. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.


ბალნეოლოგიურ კურორტს ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. მსგავსი კურორტი დედაქალაქი მსოფლიიოში გვხვდება ბუდაპეშტსა და ვენაში.


ამჟამად ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს: მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს, ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური. ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდათვის.
თქვენ მოგემსახურებათ გამოცდილი სამედიცინო პერსონალი: თერაპევტი, ნევროლოგი, ართროლოგი, ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოტორინოლარინგოლოგი.


ცენტრში მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.


თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები


ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ყბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილი სასწავლო ბაზას. ასევე ფუნქციონირებს სამასაჟო სკოლა...
ცენტრში დანერგილია თანამედროვე მკურნალობის მეთოდი - ჟანგბადის კოკტეილით, ნაწლავების ღრმა გამორეცხვა-ჰიდროკოლონოთერაპია.


მიმდინარეობს სეზონური ფასდაკლებები. აქციები სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.
2010 წელს ცენტრს მიენიჭა ხარისხის ნიშანი, ხოლო 2011 წელს გაიმარჯვა და ნომინაციაში: “წლის საუკეთესო ტურისტული გამაჯანსაღებელი საწარმო“.


მობრძანდით, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში, რათა აღიდგინოთ და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა!


საკონტაქტო მისმართი:

ჩვენი მისამართია : ძველი თბილისი, გორგასალის ქ. N9
ტელეფონი: 272 25 51. მობილური: 595 09 00 33
ელ-ფოსტა This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player