სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქირურგიული დაავადებები

ანევრიზმა

ანევრიზმა წარმოადგენს სისხლძარღვის ან გულის ღრუს შემოფარგლულ გაგანიერებას მისი კედლის გაჭიმვის და გამობერილობის გამო. შესძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი (მიოკარდიუმის ინფარქტის,სიფილისის,ტრავმის შემდეგ და სხვა). განასხვავებენ არტერიულ,ვენოზურ და არტერიო-ვენოზურ ანევრიზმებს. წაიკითხეთ დაწვრილებით

ანგიომა

ანგიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა,რომელიც ვითარდება სისხლძარღვებიდან (ჰემანგიომა) ან ლიმფური ძარღვებიდან (ლიმფანგიომა). ბავშვებში აღინიშნება მზარდი სიმსივნე რომლის ზრდა შემდეგ ჩერდება. განასხვავებენ ანგიომების შემდეგ ფორმებს: წაიკითხეთ დაწვრილებით

ჰიგრომა

ჰიგრომა კისტოზური წარმომაქმნია, რომელიც დაკავშირებულია სახსართან ხშირად ის გვხვდება სხივ-მაჯის სახსრის ზურგის მხრივ ზედაპირზე მტევნის გამშლელებს შორის, ასევე ტერფის ზურგზე კუბოიდურ ძვალთან. წაიკითხეთ დაწვრილებით

ჩაზრდილი ფრჩხილი

ჩაზრდილი ფრჩხილი - დაავადება უპირატესად აზიანებს ტერფის 1 თითს. გამოიწვევა ფრჩხილის კიდის მუდმივი ზეწოლით ფრჩხილის ირგვლივ მორგვზე. წინასწარ განყობით გვევლინება ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, ფრჩხილის არასცორი მოჭრა ( გვერდით კიდეებს ჩაჭრიან მეტისმეტად ღრმად ფუძის მიმართულებით). წაიკითხეთ დაწვრილებით

რეფლუქსი დაავადება

გასტროეზოფაგიერი რეფლექსური დაავადება (გერდ) - სამედიცინო ტერმინია, რომელიც აერთიანებს საყლაპავის დაავადებათა ჯგუფს, რომელის ძრითად გამოვლინებას წარმოადგენს მკერდის ძვლის უკან წვის პერიოდული შეგრძნება (წვა), რაც პროვოცირდება გარკვეული პროდუქტის მიღებით ან სხეულის მდგომარეობის შეცვლით. წაიკითხეთ დაწვრილებით

მგლის ხახა

მგლის ხახა - გვხვდება 1000დან 1 ახალშობილთან. მიზეზად გვევლინება ზედა მორჩების შეხორცების შეფერხება სახნისთან. წაიკითხეთ დაწვრილებით

ლიპომა

ლიპომა (lipoma; ბერძ. lipos -ცხიმი+oma; სინონიმი: ცხიმულა, ლიპობლასტომა) - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ცხიმოვანი ქსოვილებისგან. წაიკითხეთ დაწვრილებით

ლიმფადენიტი

ლინფადენიტი - ლიმფური ჯირკვლის ანთება.დაავადება მეორადია და აღმოცენდება სხეულის ამა თუ იმ ადგილას ანთებითი პროცესის არსებობის გამო. ძალიან იშვიათად აღინიშნება ლიმფური ჯირკვლების პირველადი ჩირქოვანი ანთება. წაიკითხეთ დაწვრილებით

კურდღლის ტუჩი

ზედა ტუჩის შეუცორცებლობაა და გვხვდება 2500-დან 1 ახალშობილში. ის შესაძლოა იყოს ორმხრივი ან ცალმხრივი. უკანასკნელ შემთხვევაში ხშირია მარცხენამხრივი, ვიდრე მარჯვენა.ზედა ტუჩის ორმხრივი შეუხორცებლობისას ხშირად თან ახლავს ზედა ყბის ყბათაშორისი წანაზარდის (მორჩის) წინ გამოწევა. თვითოეული შემთხვევის ინდივიდუალურითავისებურებების გათვალისწინებით გამოიყენება პლასტიკური ოპერაციის მრავალფეროვანი ვარიანტი. წაიკითხეთ დაწვრილებით

თიაქარი

თიაქარი - გამობერილობაა (გამოსასვლელია) შინაგანი ორგანოების იმ ღრუების კედლის დეფექტით, რომელშიც ისინია მოთავსებული. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი თიაქრები: ტვინის, გულმკერდის და მუცლის, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება. წაიკითხეთ დაწვრილებით

განგრენა

განგრენა - ესაა სხეუის ნაწილის სიკვდილი. შესაძლოა დაზიანდეს სხეულის ნებისმიერი ნაწილი ან ორგანო - კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილები, კუნთები, ნაწლავი, ნაღვლის ბუშტი, თირკმელი და სხვა. განასხვავებენ მშრალ და სველ განგრენას. წაიკითხეთ დაწვრილებით

აპენდიციტი

როგორია აპენდიციტის სიმპტომები? აპენდიციტის ძირითადი სიმპტომები - ტკივილი მუცელში. თვითონ ტკივილი აღინიშნება მთელს მუცელში, განსაკუთრებით მის ზედა ნაწილში, ავადმყოფს არ შეუძლია მიუთითოს თუ სად ტკივა. წაიკითხეთ დაწვრილებით

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player