სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კვირა 01

მაშ ასე, პირველი კვირა... რა თქმა უნდა ორსულობა ჯერ არ არის, რადგან ახლა თქვენ მორიგი მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ, მაგრამ გსურთ თუ არა, ორგანიზმმა უკვე თავიდან დაიწყო მზადება შესაძლო დედობისათვის. თქვენი ნერვული სისტემა იწყებს ჰორმონალური ფონის გადაწყობას, რათა თქვენი 300 000 კვერცხუჯრედიდან ერთ–ერთი მოამზადოს განაყოფიერებისათვის. ამაზე მიდის დაახლოებით ორი კვირა. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 02

მუშაობა გრძელდება. ათასობით კვერცხუჯრედს შორის უკვე ექოსკოპიურადაც გამოირჩევა "ლიდერი". როგორც წესი ეს ერთი კვერცხუჯრედია, რომელიც მოთავსებულია განსაკუთრებულ სითხით სავსე ბუშტუკში. მას გრააფის ბუშტუკსაც უწოდებენ(ფოლიკულსაც). კვირის ბოლოს ეს ბუშტუკი ისე გაიზრდება, რომ მისი ზედაპირი საკვერცხიდან გამოვა. ყოველივე ეს არის ოვულაციისათვის მზადება. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 03

ამ კვირაში გადაწყდება ყველაზე მთავარი – დაიწყება თუ არა ორსულობა. ოვულაცია მოხდა და კვერცხუჯრედი ფალოპის მილში მზად არის განაყოფიერებისათვის. უკვე დროა მის სპერმატოზოიდთან შესახვედრად. თუ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, შეგიძლიათ საკუთარ თავს ორსულობა მიულოცოთ. კვირის ბოლოს მოხდება ემბრიონის იმპლანტაცია(მიმაგრება) საშვილოსნოს კედელზე. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 04

თუ თქვენ ადვილად ღიზიანდებით უმიზეზოდ, ადვილად იღლებით, სარძევე ჯირკვლები გამკვრივდა, ძუძუს დვრილები ჩვეულებრივზე უფრო მგრძნობიარეა, ე.ი. ყვითელი სხეული თქვენს საკვერცხეში თავის საქმეს აკეთებს. ყოველივე ეს შეიძლება ორსულობის მანიშნებელი იყოს, მაგრამ ასეთივე სიმპტომები მორიგი მენსტრუაციის წინაც შეიძლება იყოს. მაშ ორსულად ხართ თუ არა? საბედნიეროდ არსებობს მარტივი საშუალება ამ კითხვაზე პასუხის გაცემისა. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 05

წინა კვირის შეგრძნებებს დაემატება ახალი: თავის ტკივილი, გახშირებული შარდვა, ძილიანობა, მადის დაქვეითება, გულისრევის შეგრძნება და ღებინებაც. უკვე იწყება მოთხოვნა მწნილებზე და მარინადებზე. ყოველივე ეს ორსულობის ადრეული ტოქსიკოზის შედეგია და მისი მიზეზი თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 06

თუ თქვენ ადრეული ტოქსიკოზის "მშვენება" გიწერიათ რომ განიცადოთ, ამ კვირაში გულისრევა გაძლიერდება. ბევრ ქალს უჩნდება მომეტებული მგრძნობელობა სხვადასხვა სუნებზე, უძლიერდება ნერწყვის გამოყოფა. სარძევე ჯირკვლების "გადიდების" შეგრძნებას შეიძლება დაემატოს პერიოდული "ჩხვლეტის" შეგრძნებები იმავე არეში წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 07

თუ მოულოდნელად შეამჩნიეთ, რომ თქვენი ძუძუს ორეოლები (პიგმენტური ზონები დვრილების ირგვლივ) გამუქდა, არ გაგიკვირდეთ, ორსულობისას ჩვეულებრივი ამბავია წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 08

ტოქსიკოზი ისევ გრძელდება, თქვენი საერთო მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელია. თუ თქვენ აქამდე(თვეზე მეტად) უშედეგოდ ელოდით მორიგ მენსტრუაციას და ექიმისთვის არ მიგიმართავთ, აუცილებლად მიმართეთ, რათა საბოლოოდ დარწმუნდეთ ორსულად ხართ თუ არა. ორსულობა რომ არ იყოს, ციკლის ასეთი დაგვიანება შემაშფოთებელია.  წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 09

ადვილი შესაძლებელია, რომ თქვენ ისევ ადვილად იღლებით, გრძელდება გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევაც. რა გაეწყობა – ორსულობა მძიმე სამუშაოა. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 10

თუ თქვენ კიდევ გაწუხებთ ადრეული ტოქსიკოზის გამოვლენები, გამაგრდით. კიდევ ორიოდე კვირა და თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესებისაკენ წავა. ყოველ შემთხვევაში ორსულთა უმეტესობისათვის ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმთან კონტაქტი არ გქონდეთ, თუ დისკომფორტი აუტანელ ხდება. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 11

შეიძლება თქვენ უკვე დაიღალეთ საკუთარი მდგომარეობის და ხასიათის ხშირი ცვლილებით, რომელიც დაახლოებით ისეთივეა, როგორც მენსტრუაციისწინა სინდრომის დროს. ამისი მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონალური ცვილებებია. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 12

ორსულთა უმეტესობისათვის ეს კვირა "ძირეული გარდატეხაა". ამ დროისათვის ტოქსიკოზის უსიამოვნო გამოვლინებები შესუსტებას იწყებს. ამ დროისათვის პლაცენტა იღებს თავის თავზე ჰორმონების გამომუშავებას, რაც ორსულობის შენარჩუნებისათვის არის საჭირო, ადრე ეს ყვითელი სხეულის პრეროგატივა იყო. სწორედ ეს უკანასკნელი "გაწვალებდათ" 2,5 თვის განმავლობაში. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 13

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეორე ტრიმესტრში! გილოცავთ, გზის ერთი მესამედი უკვე გავლილია. თუ პროგნოზთა მიუხედავად ტოქსიკოზი გრძელდება, არ ინერვიულოთ, შვებას სულ მალე იგრძნობთ. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 14

უცნაურია, მაგრამ ქალების უმეტესობა სწორედ ამ ვადაზე გაისიგრძეგანებს ხოლმე რომ ორსულია და მალე დედა გახდება, როდესაც ტოქსიკოზი სუსტდება. ეს შეგრძნება ნელ–ნელა უფრო და უფრო მტკიცდება და თქვენს ყოველდღიურობას უფრო და უფრო სასიამოვნოს ხდის. სწორედ ეს დაგეხმარებათ ნებისმიერ წამალზე უფრო მეტად, რომ გაუმკლავდეთ დიდ და პატარა უსიამოვნებებს ორსულობის პერიოდში. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 15

მაშ ასე, თქვენ უკვე შეხვედით მთავარი გმირის როლში შესანიშნავ სპექტაკლში, რომელსაც "მეორე ტრიმესტრი" ჰქვია. თქვენი ოჯახის წევრებმაც უკვე ანგარიში უნდა გაუწიონ ამ ფაქტს. ამ დროს ოჯახში მყარდება ნორმალური "სამუშაო" სამზადისი ახალი წევრის შემომატების წინ.ყველანი თქვენზე ზრუნავენ, გეხმარებიან. წაახალისეთ ისინი. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 16

ამ კვირაში თქვენ შეიძლება პირველად იგრძნოთ ნაყოფის მოძრაობა. ეს უფრო მოსალოდნელია, თუ თქვენ უკვე გყავთ შვილი, ან თუ ძალიან გამხდარი ბრძანდებით. განმეორებითი ორსულობისას ეს 2–4 კვირით ადრე ხდება პირველთან შედარებით. პირველი ორსულობისას ქალი ზოგჯერ 22–23 კვირამდე ვერ გრძნობს ნაყოფის მოძრაობას და ეს არც არის გასაკვირი. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 17

თქვენი ორგანიზმი ზრდის სისხლის მოცულობას, ეს აუცილებელია, რომ პატარას მზარდი მოთხოვნები საკვებზე და ჟანგბადზე დააკმაყოფილოს. თქვენს გულს საქმე მოემატა. ამიტომ გულის მიერ გადატუმბული სისხლის რაოდენობა 20%–ით იზრდება. ეს თქვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 18

ძილი და დასვენება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შესაძლოა უკვე მოუხერხებელიც გახდეს თქვენთვის, რადგან მზარდი საშვილოსნო მუცლის ღრუში უფრო მეტ ადგილს იკავებს. ამიტომ სცადეთ დიდი და პატარა ბალიშების ამოდება ფეხებქვეში, მკერდის ქვეშ, იფანტაზიორეთ რომ მიაგნოთ თქვენთვის ოპტიმალურ კონსტრუქციას. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 19

ხომ არ დაივიწყეთ ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობისათვის ორსულთა სკოლაში? თუ ამის შესახებ არაფერი გაგიგიათ, ახლავე დაუსვით ეს შეკითხვა გინეკოლოგს. ორსულთა სკოლის მეცადინეობების იგნორირება ცხოვრებისეული პრობლემების და მოუცლელობის გამო არ შეიძლება. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 20

საშვილოსნო სულ უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს და წინაც გამოდის. ეს მოვლენა უფრო და უფრო გაძლიერდება მშობიარობამდე. შეიძლება თქვენ უკვე განიცდით სუნთქვის გაძნელებას, რადგან მუცლის ღრუს ორგანოები ზემოთ იწევენ და სწევენ დიაფრაგმას, რითაც ავიწროებენ ფილტვებს. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 21

ყველა, ვინც ცდილობს, თქვენი პატარას სქესი დაადგინოს, იყენებს ჩრდილოელი შამანების ან ჩინელი მკითხავების მეთოდებს, ყოველივე ეს რა თქმა უნდა არაზუსტია, მაგრამ საკმაოდ კარგი გასართობია და თუ გნებავთ გაერთეთ. ზოგს პირიქით აღიზიანებს კიდეც. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 22

ორსულობისას სქესობრივი ცხოვრების პრობლემა ხშირად მეუღლეთა განსჯის თემა ხდება, ხშირადაც ტაბუ აქვს დადებული. ზოგჯერ მეუღლეებს არცთუ სწორი წარმოდგენა აქვთ ამის შესახებ.  წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 23

ეს დრო ფრიად მნიშვნელოვანია გინეკოლოგთან ვიზიტისათვის. ექიმი თითებით მოახდენს თქვენი მუცლის პალპაციას, რათა გაიგოს საშვილოსნოს ფუძის დგომის სიმაღლე, როგორც ადრე ითქვა საშვილოსნოს ფუძე მისი ყველაზე უფრო მაღლა მდებარე ნაწილია. ამ პარამეტრით ექიმი ადგენს ნაყოფის ზრდის ტემპს და თუ რაიმე სერიოზული გადახრაა, შესაბამის ზომებს მიიღებს. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 24

თქვენი საშვილოსნო უკვე ჭიპზე ოდნავ მაღლაა. ახლა უკვე დროა გავეცნოთ ნაადრევი მშობიარობის ნიშნებს (ფუი ეშმაკს და ხეზე სამჯერ დააკაკუნეთ), რათა მოულოდნელობისათვის მზად ვიყოთ. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 25

ამ კვირშიც თავს შესანიშნავად გრძნობთ. სასურველია, ცოტა ხანში შეარჩიოთ საკუთარი მეანი, რომელიც მშობიარობას ჩაატარებს. მართალია, მეანის შერჩევა დამატებითი ხარჯია, მაგრამ მას აქვს რამდენიმე უპირატესობა – ეს არის პიროვნება, რომელსაც დიდი ხნით ადრე ექნება თქვენი მშობიაროვის ტაქტიკა შერჩეული და დაგეგმილი, წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 26

თქვენი მონოპოლია დასრულდა! ახლა თქვენი პატარას მოძრაობის შეგრძნება შეუძლიათ სხვა ოჯახის წევრებსაც. პირველად აუცილებლად მამა გაახარეთ. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 27

ამ პერიოდში შეიძლება შეამჩნიოთ, რომ წონაში სერიოზულად იმატებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ორსულობისას წონაში მატება 11–13 კგ ფარგლებში, როგორც წესი საშიში არ არის. წონის მატება ასახავს ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 28

ვაშა, მესამე ტრიმესტრი დაიწყო! ამ დროიდან საჭიროა, რომ უფრო ხშირად ხვდებოდეთ თქვენს მეანს. უკვე დროა თქვენი მშობიარობის დეტალებზე ისაუბროთ სპეციალისტებთან. დროა გაერკვეთ ისეთ დეტალებში, როგორიცაა მშობიარობის გაუტკივრება, ეპიზიოტომია, სამშობიარო მოქმედების სტიმულაცია. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 29

რადგან ნაყოფი იზრდება, თქვენი დისკომფორტი ნელ–ნელა ძლიერდება. ეს ბუნებრივია, თქვენი შინაგანი ორგანოები ძალზე ვიწროდ არიან ორსული საშვოლოსნოს გვერდით. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 30

თქვენ ისევ დისკომფორტს განიცდით. სიმძიმის ცენტრი გადანაცვლებას აგრძელებს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს პოზას დგომისას და სიარულისასძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიშები, ისინი ეფექტურად მოგამზადებენ მშობიარობისათვის. აქ მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეთ, ანსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ორსულობამდე განსაკუთრებული აქტიური ცხოვრების წესით არ გამოირჩეოდით. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 31

თქვენი მუცელი ზრდას აგრძელებს, უსიამოვნო შეგრძნებები მკერდის და მენჯის არეში გრძელდება. ეს ბუნებრივია, მზარდ ნაყოფს სულ უფრო და უფრო მეტი სივრცე სჭირდება. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 32

ეს კვირაც ფრიად მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტისათვის. ამ ვადაზე ტარდება რამდენიმე აუცილებელი გამოკვლევა: წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 33

ახლა თქვენ ალბათ უკვე არჩევთ, რით "გირტყამთ" ბავშვი – მუხლებით თუ იდაყვებით, თუმცა ახლა იგი უფრო ნაკლებად მოძრაობს. შეიძლება ხანდახან თქვენ იგრძნოთ სუსტი რუტმული რყევა საშვილოსნოს ღრუში. ყველაზე უფრო ალბათურია, რომ ამ დროს ნაყოფი ასლოკინებს. ყოველივე ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 34

თქვენი ორგანიზმი მშობიარობისათვის ემზადება. ხანდახან საშვილოსნოს შეკუმშვები განსხვავდებიან იმათგან, რომელსაც თქვენ დაეჩვიეთ. მოდით გავარჩიოთ მშობიარობის ეტაპები ასეთი სულ სამია წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 35

ორსულობა გრძელდება. შეიძლება ძილი პრობლემად გექცეთ ეს არც არის გასაკვირი. ტუალეტში ხშირი სიარული და წელის ტკივილები ძილს აძნელებს. არსებობს აზრი, რომ ეს "ბუნება" გამზადებთ მომავალი "უძილო ღამეებისათვის" წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 36

ამ კვირიდან მეანი კვირაში ერთხელ უნდა ინახულოთ. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 37

ორსულობა უკვე ფინიშის სწორზე გავიდა. ახლა სამშობიარო მოქმედება რომც დაიწყოს, ექიმები არც ეცდებიან მის შეჩერებას. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 38

შეიძლება ხანდახან გაგიჩნდეთ შეგრძნება, თითქოს დენი გადის მუცლის ქვედა მხრიდან ფეხებისაკენ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ნაყოფი ჩადის ქვემოთ მენჯისაკენ და აწვება ნერვულ დაბოლოებებს. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 39

თქვენ უკვე საკმაოდ ზუსტად შეგიძლიათ იგრძნოთ საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები. მოდით ვისაუბროთ მშობიარობის მოახლოების ნიშნებზე. წაიკითხეთ დაწვრილებით

კვირა 40

თქვენი ორგანიზმი დიდი ხანია ემზადებოდა ამ მომენტისათვის და აი, ისიც დადგა. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს თარიღი არასოდეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი. სინამდვილეში მხოლოდ ქალების 4% აჩენს ზუსტად ამ ვადაზე. +/– 2 კვირის ვადა სრულიად ნორმალურია და მისაღები. წაიკითხეთ დაწვრილებით

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player