სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

Escherichia coli ( E. coli) არის ბაქტერიების ფართო ჯგუფი, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება იყოს პათოგენური და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება (დიარეა, საშარდე გზების დაავადება, პნევმონია და სხვ.). ზოგიერთი E. coli გამოიყენება როგორც მარკერი წყლის კონტამინაციის (დაბინძურების) ხარისხის დასადგენად, რომელიც თავის მხრივ არ არის დამაზიანებელი, მაგრამ გვაჩვენებს წყლის დაბინძურების მდგომარეობას. ზოგიერთი E. coli (STEC) გამოიმუშავებს


ტოქსინს (Shiga toxin) და იწვევს დაავადების განვითარებას. იგი შეიძლება იყოს verocytotoxic E. coli (VTEC) ან enterohemorrhagic E. coli (EHEC) სახელითაც. ყოველი ეს ბაქტერიების ერთსა და იმავე ჯგუფს მიეკუთვნება. ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებული დაავადების გამომწვევი არის E. coli O157:H7 (ან შემოკლებით E. coli O157 ან „0157“).



ვინ შეიძლება გახდეს ავად?



ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაავადდეს ამ ინფექციით. განსაკუთრებით
მცირე ასაკის ბავშვები და მოხუცები არიან მგრძნობიარენი ამ გამომწვევისადმი. მათ უფრო ხშირად უვითარდებათ მძიმე გართულებები და ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი (HUS), ვიდრე სხვებს. „ჰუსი“ს განვითარებისას (იგი შემთხვევათა დაახლოებით 510% ში ვითარდება), არის თიკმლების ფუნქციონირების შეწყვეტის დიდი საშიშროება, და ამდენად, პაციენტი აუცილებლად საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას.



რა სიმფტომები ახასიათებს ამ ვირუსს?



დაავადება ძირითადად ვლინდება ღებინებით, მოვლითი ხასიათის ტკივილით მუცლის მიდამოში და დიარეით (ხშირად სისხლიანი). ახასიათებს აგრეთვე ტემპერატურის მატებაც, რომელიც ჩვეულებრივ 38.5˚C ს არ სცილდება.
დაავადებულთა უმეტესობა 57 დღის შემდეგ უკვე თავს უკეთესად გრძნობს. თუმცა არის გართულების შემთხვევებიც, რომელიც ხშირად ლეტალური გამოსავლით (სიკვდილით) მთავრდება.



რამდენად სწორად ვითარდება სიმფტომები გამომწვევთან ექსპოზიციის შემდეგ?



ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 34 დღეს შეადგენს. იგი შესაძლოა შემცირდეს 1 დღემდე ან გაიზარდოს 10 დღემდეც კი. სიმპტომები ხშირად იწყება მსუბუქი ტკივილებით მუცლის არეში და უსისხლო დიარეით, თუმცა მდგომარეობა შეიძლება თანდათან გაუარესდეს. თუ „ჰუსი“ განვითარდა, როგორც წესი, ვითარდება პირველი სიმპტომიდან დაახოვებით 7 დღის შემდეგ.



საიდან ვითარდება ეს დაავადება?



ადამიანისთვის ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენს რქოსანი პირუტყვი (ცხვარი, თხა, ირემი და სხვ.). გამომწვევი ბინადრობს ცხოველის ნაწლავებში და არ იწვევს მათ დაავადებას. გარემოში მოხვედრისას, შესაძლოა მოხდეს მათი ფართოდ გავრცელება ბუნებაში სხვადასხვა ფრინველის და ცხოველის მეშვეობით.



როგორ გადაეცემა ინფექცია?



ინფექცია ვითარდება მაშინ, როდესაც მიკრობი (ადამიანის, ფრინველის ან ცხოველთა
გამონაყოფით დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით) პირის ღრუს გზით მოხვდება ადამიანის ორგანიზმში. ხშირად ეს ხდება დაბინძურებული რძის (არაპასტერიზებული), ხილის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტის, ან დაბინძურებული სასმელი წყლის მიღებით. აგრეთვე, ცხოველთან კონტაქტისას (მოვლის დროს), დაბინძურებულ წყალში ბანაობისას, ანდა სულაც, ბავშვის დაბინძურებული საფენის
გამოცვლის შემდეგ ხელების არ დაბანის შემთხვევაში.



რა სახის კურნალობაა საჭირო?



ძირითადად გამოიყენება არასპეციფიკური, დაკარგული სითხის აღსადგენი(რეჰიდრატაცია)
თერაპია. ანტიბიოტიკებს, როგორც წესი, მკურნალობისას არ გამოიყენებენ, ვინაიდან მათი
სამკურნალო ეფექტი ამ დაავადებისას არ დასტურდება.



როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება?

 



- ხშირად დაიბანეთ ხელები (განსაკუთრებით ტუალეტით სარგებობისას, ბავშვის საფენის გამოცვლისას, აგრეთვე, ცხოველთან კონტაქტის შემდეგ, საკვების მომზადების და მიღების წინ).
- ხორცის და სხვა პროდუქტების მომზადებისას დაიცავით თერული დამუშავების სწორი წესები (სულ მცირე 70c )

- თავი შეიკავეთ არაპასტერილიზირებული რძის და სხვა უმი რძის პროდუქტების მიღებისგან.

- არ გადაყლაპოთ წყალი ბანაობისას (ტბაში, აუზში და სხვა.)


- საგულდაგულოდ დარეცხეთ ხილი და ბოსტნეული მიღების წინ.

- საგულდაგულოდ დაიბანეთ დელები და გერეცხეთ ჭურჭელი საკვების მომზადების პროცესში უმ ხორცთან შეხების შემდებ.


მასალა მოგვაწოდა
"დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player