სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვენერიული დაავადებები

დამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი (ა.ი.ვ.) შიდსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი(ა.ი.ვ.) შიდსი 1982წ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ შიდსს იწვევს ვირუსი, რომელიც აზიანებს ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედებს და ხდის მათ უუნაროს დაავადებებთან ბრძოლაში. წაიკითხეთ დაწვრილებით

ჰერპესი (ტუჩის, გენიტალური)

ჰერპესი-ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევი არის ჩვეულებრივი ჰერპესის ვირუსი.ინფიცირებულთა მხოლოდ 5%-ს აქვს დაავადების სიმპტომები, დანარჩენებს არა აქვს კლინიკური გამოვლინებები. წაიკითხეთ დაწვრილებით

ქლმიდიოზი

ქლამიდიოზი-Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული დაავადება თა ჯგუფი. ქლამიდიები-წვრილი უმოძრაო უჯრედშიდა მიკროორგანიზმებია. მათ აქვთ ენერგიის დამოუკიდებლად სინთეზის უნარი, ამიტომ პარაზიტობენ ცილინდრულ ეპითელურ უჯრედებში: შარდსადენ მილში, პროსტატის სადინარებში, სათესლე გზებში, საშოში, საშვილოსნოს ყელში, ანალური არხის ზონაში, პირის ღრუში, საკვერცხებში და საშვილოსნოს მილებში. წაიკითხეთ დაწვრილებით

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი არის პარაზიტული დაავადება, რომელიც გადადის ძირითადად სქესობრივი გზით. ქალებში შეიმჩნევა უფრო ხშირად. აქედან მოდის პარაზიტის დასახელება-”საშოს ტრიქომონადა”(Trichomonas vaginalis). მამაკაცებში T.vaginalis-ს შეუძლია დააზიანოს ურეთრა, წინამდებარე ჯირკვალი, სათესლე ბუშტუკები; ქალებში-საშო, ურეთრა, საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს დანამატები. წაიკითხეთ დაწვრილებით

სიფილისი

სიფილისი არის ქრონიკული ინფექციური დაავადება. სიფილისის დროს ზიანდება კანი, ლორწოვანი გარსი, შინაგანი ორგანოები, ძვალსახსროვანი , იმუნური და, ნერვული სისტემები. წაიკითხეთ დაწვრილებით

რბილი შანკრი (შანკროიდი)

რბილი შანკრი (შანკროიდი)-არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. მისთვის დამახასიათებელია დანერგვის ადგილზე მტკივნეული წყლულის არსებობა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ჩირქოვანი დაზიანება. წაიკითხეთ დაწვრილებით

მიკოპლაზმოზი (ურეაპლაზმოზი)

უროგენიტალური მიკოპლაზმოზი ან ურეაპლაზმოზი შარდსასქესო ორგანოების ინფექციური დააავადებაა, გამოწვეული Mycoplasmaceae-ს მიკროორგანიზმებით. ეს მიკრობები აღმოჩენილია მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში, მაგრამ ბოლო 30 წელია მათ მიერ გამოწვეული დაავადებები გამოყოფილი არიან ცალკე ჯგუფში. დღეისთვის ცნობილია 100 მიკოპლაზმის სახეობა. ადამიანისთვის დამახასიათებელია დაახლოებით 14 სახეობა. წაიკითხეთ დაწვრილებით

კონდილომები (პაპილომები)

კონდილომები (პაპილომები) -ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში ჩქარი ტემპით მატულობს პაპილომავირუსულ ინფეციით დაავადება(წვეტიანი კონდილომები, ვენერიული მეჭეჭები). წაიკითხეთ დაწვრილებით

კანდიდოზი (რძოვანა)

რძოვანას ასევე ეძახიან ვაგინალურ კანდიდოზს. გამომწვევი არის Candida-სოკოს ტიპი, რომელიც ნორმაში არსებობს ორგანიზმში. კანდიდები არსებობენ კანზე და ლორწოვანზე (პირის ღრუს, ნაწლავების) ჯანმრთელი ადამიანების. კანდიდას გადასვლას პარაზიტულ მდგომარეობაში ხელს უწყობს დისბაქქტერიოზი, რომელიც გამოწვეულია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებით. წაიკითხეთ დაწვრილებით

გონორეა

გონორეა-სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებში არის ყველაზე გავრცელებული დაავადება. ავადდებიან ორივე სქესის წარმომადგენლები ნებისმიერ ასაკში. დაავადება გადადის სქესობრივი კონტაქტის დროს: ვაგინალური, ორალური, ანალური, ნაკლებად პეტინგის ან სექსუალური თამაშების დროს. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-7 დღე. წაიკითხეთ დაწვრილებით

გარდნელოზი (ბაქტერიული ვაგინოზი)

გარდნელოზი - ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალის გენიტალიების. მას ახასიათებს საშოს ნომალური მიკროფლორის შენაცვლება პირობითი პათოგენური მიკროორგანიზმებით. წაიკითხეთ დაწვრილებით

ციტომეგალოვირუსი

ციტომეგალოვირუსი მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ოჯახს. ბავშვებში თანდაყოლილი ინფექციების ყველაზე გავრცელებული გამომწვევია. დაავადება ამ ვირუსით ხდება როგორც მუცლად ყოფნის დროს, ისე სხვა გზებითაც (სქესობრივი, ალიმენტარული, ჰაერ-წვეთოვანი). წაიკითხეთ დაწვრილებით

რეიტერის დაავადება (რეიტერის სინდრომი)

ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადადის სქესობრივი გზით. მას ახასიათებს შარდსასქესო ორგანოების, სახსრების დათვალების შერწყმული დაზიანება. წაიკითხეთ დაწვრილებით

ვენერიული გრანულომა (დონოვანოზი)

ქრონიკული, ნელა პროგრესირებადი ვენერიული დაავადებაა, გამოწვეული არაგან_ვიანის ჩხირით (Callymmatobaqterium granulomatis). ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია კანისა და კანქვეშა ქსოვილის გრანულომატოზური დაწყლულება, ძირითადად სასქესო ორგანოებისა და შორისის არეებში. წაიკითხეთ დაწვრილებით

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player